2024-04-29 19:31:19, 343 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებას - ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ
დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას". სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტზე მე-2 მოსმენით განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს". "მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული და მწვავე აქციები გამოიღებს, რუსებზე მხოლოდ ეს ჭრის! დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესტო მოძრაობების გამოცდილება",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 10-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|