2024-04-29 21:23:11, 247 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. „არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, რომლებიც აქ, ამ მოედანზე სწორედ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია. 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად, მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი, ოღონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამე ცდასაც არ ერიდებიან“,- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ცოლთან და შვილთან ერთად ვიყავი
ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“ აღინიშნა
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
ჯაფარიძე - კრიმპოლი ხალხს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს - მეც დამირეკეს
|
ომი უკრაინაშირუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დაშავდა 19 და დაიღუპა 2 ადამიანი
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|