2024-04-29 23:59:45, 437 ნახვა
პოლიტიკა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
Mapchecking.com-ის მიხედვით, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე 112 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით ასევე სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებით, დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ, რუსთაველის გამზირზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობას, ვიდრე თავისუფლების მოედნამდე. აღნიშნული ტერიტორია, მიახლოებით 28148 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დღევანდელ აქციაზე 112500 ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა. Mapchecking მეთოდს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებები იყენებენ. მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე ან 4,5 - ზე. ტერიტორიის ფართობი მრავლდება 3-ზე, 3.5-სა და 4 ან 4,5-ზე. აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში. გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის პროფესორ, ჰერბერტ ჯეიკობს გამოთვლის მეთოდით დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს. საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება. 28 ათასი კვადრატული მეტრი გავყავით ორზე, მიღებული ციფრია 14 ათასი , შემდეგ კი 9 გავამრავლეთ 14 ათასზე. და მივიღეთ 126 ათასი აქციის მონაწილე. საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი, ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|