2024-04-30 10:17:03, 336 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის „ქართული ოცნება“ კი არა, კრემლის ოცნებაა
უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "ქართული ოცნების" მიერ გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, "დღეს ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა. მას აღარ აქვს პრეტენზია, თავი მოაჩვენოს "ქართულ ოცნებად", ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო იყოს ბელარუსია“. გონჩარენკო ასევე წერს, რომ „დაგვიანებულია, მაგრამ მხოლოდ ქართველ საზოგადოებას და სანქციებს შეუძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება". „მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. გვიანია, მაგრამ მაინც“, - წერს რადას დეპუტატი. შეგახსენებთ, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. იქ მისულ ხალხს სიტყვით მიმართეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიანტი
ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც შეუერთდა
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|