04:15 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 14:39:21, 657 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ევროსაბჭოში დებატები მიმდინარეობს

ევროსაბჭოში იანვრის სესიაზე უკრაინაში  შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ დებატები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ახალი შემადგენლობით ესწრება. ევროპელი მომხსენებლები სიტყვით გამოსვლისას რუსეთს აკრიტიკებენ და უკრაინაში ღია აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, ევროსაბჭოში რუსეთის  დელეგაცია ჩავიდა, რომლებიც დარბაზში იმყოფებიან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს პირადად  ისმენენ. დღევანდელ დებატებში  ქართული დელეგაციის წარმომადგენელებიც მიიღებენ  მონაწილეობას.

"დღევანდელი პლენარული სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაა.ვფიქრობ ,ჩვენი დელაგაცია დღევანდელ დებატებში აქტიური იქნება.ჩაწერილი ვარ დებატებში. იმედი მაქვს, რომ მომეცემა სიტყვით გამოსვლის სშუალება. ჩვენ ვაღიარებთ, ძალიან მკაცრი შეფასება მივცეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას",-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით,  დოკუმენტში ბევრი ცვლილება შევიდა , რომელიც უკრაინისა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან  მხარდაჭერილი იყო.

ამასთან,  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებები ერთიანია და ისინი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

"რეზოლუციაში ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ პოზიციებს,  რაც გააჟღერა უკრაინულმა მხარემ. ამ ცვლილებებს მხარს უჭერს როგორც კომიტეტის სრული შემდაგენლობა,  ასევე მომხსენებელი. შესაბამისად პლენარულ სხდომაზე არ ველოდებით არც ერთ ცვლილებას.ცვლილებები მიზნად ისახავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის მათი უფლებების უზრუნველყოფას ყოველგვარი პირობების გარეშე",-აღნიშნა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, გუშინ სესიაზე კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, რობერტ ვოლტერმა რუსეთის ფედერაციისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი გააპროტესტა, რასაც ასამბლეის წევრებმა, მათ შორის, საქართველოს დელეგაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა და საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს.
ევროპის საბჭომ ახალი უფლებამოსილებები დაამტკიცა, რომელთა თანახმად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. თინათინ ხიდაშელი კი, პოლიტიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად.
იანვრის სესიაზე, კომიტეტის პრეზიდენტის, ბერძენი დეპუტატის, დორა ბაკოიანეს არყოფნის გამო, მის მოვალეობას თინათინ ხიდაშელი შეასრულებს.ასამბლეამ ახალ წევრად ზვიად კვაჭანტირაძე დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვიზიტს 30 იანვარს დაასრულებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics