2024-04-26 23:36:10, 314 ნახვა
საზოგადოება
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში, - ამის შესახებ განათლების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი. განათლების კოალიცია მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში. "განათლების კოალიცია, როგორც საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, შეიქმნა გამაერთიანებელი იდეით - „ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლეს!“ და დღემდე ამ იდეის ერთგულია. ადვოკატირების მხრივ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები პანდემიის დროს განათლების სისტემაში ზიანის შემცირების და შემდგომ რემედიალური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მათ შორის, ხელი შევუწყეთ ასამდე სკოლის საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას. რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით ჩვენი პრინციპების ერთგულები და ვითხოვდით, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე განათლების სისტემას! ჩვენი მხრივ, ყოველთვის პასუხისმგებლიანად, გამჭვირვალედ ვსაქმიანობდით და ვხელმძღვანელობდით დემოკრატიული პრინციპების დაცვით. აქვე, გვსურს მოვუწოდოთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში თუ სხვა ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ზიანს აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს! გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ", - ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, მერია - მიწის მასის ჩამოიშალის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა
ნაცვლიშვილი - შესაძლოა, პარასკევს, კომიტეტზე მესამე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღონ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 476 460-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|