03:05 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 12:08:24, 645 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ლევან გვაზავას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება ჰქონდა

ლევან გვაზავას ოჯახის ადვოკატის, დარეჯან გილაშვილის განცხადებით, მისთვის და ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე.

გილაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან გააკეთა. მისი თქმით, გვაზავა გენერალი იყო და მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება.

ამასთან, ადვოკატს ამ ეტაპზე ოფიციალურად პროკურატურისათვის ორდერით არ მიუმართავს და საქმის მასალებს არ იცნობს.

"ჩემთვის როგორც ოჯახის ადვოკატისთვის, ასევე თავად ოჯახისთვის უცნობია რა მოხდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ოფიციალურად პროკურატურისათვის ორდერით არ მიმიმართავს და საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ. ჩემთვის უცნობია რა მუხლით არის საქმე აღძრული", - განაცხადა დარეჯან გილაშვილმა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია ფიგურირებს, თუმცა ოჯახმა არ იცის რომელი ვერსიაა სწორი.

"შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეებთან კონტაქტი ჯერ არ მქონია. შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ, სამი ან ოთხი იპირი იმყოფებოდა - ლევან გვაზავა, გარდაცვლილი და კიდევ ერთი, ან ორი სხვა პირი", - აღნიშნა ადვოკატმა.

ოქროყანაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics