10:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 10:34:49, 622 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის თიბისი გალერეა რეზო კეზელის ფოტოგამოფენას მასპინძლობს

30 აგვისტოდან, თიბისი ბანკი „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“-ის ფარგლებში,  ბათუმის თიბისი გალერეაში რეზო კეზელის ნამუშევრების გამოფენას,  „კაცი აკორდეონით“ მასპინძლობს.

გამოფენაზე  მისულ დამთვალიერებელს ფოტოგრაფის იმ  შემთხვევითი გადარჩენილ 50-მდე ფოტოს  ნახვა შეუძლია, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს.

ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი,  რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70იან წლებში მოღვაწეობდა,  საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი  ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა იმის საშუალება, გამოგვეფინა იმ ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომელიც არასაბჭოთა ფოტოგრაფიას ქმნიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის ქართული ფოტოგრაფია  ამ ტიპის საავტორო ფოტოგრაფიით  განებივრებული არ არის. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ბათუმმა ამ რანგის ფოტოგამოფენას უმასპინძლა, რადგან ბათუმის პუბლიკასაც გაუჩნდა შესაძლებლობა, ენახა  ის ნამუშევრები, რასაც დამთვალიერებელს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ვაჩვენებთ. ამით ფაქტობრივად მოხდა კულტურული ღონისძიებების დეცენტრალიზაცია და ეს პირადად ჩემთვის თბილსისი ფოტოფესტივალის განვითარების  ახალ ეტაპზე გადასვლაა“, -აცხადებს თბილსისის ფოტოფეტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე.

რეზო კეზელის ფოტოგამოფენა  ბათუმის თიბისი გალერეაში, 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში TBILISI PHOTO FESTIVAL-ის ფარგლებში გამოიფინა. წელს კი გამოფენა ბათუმში „ოდესა-ბათუმის ფოტო დღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics