2024-04-25 09:39:21, 343 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბოლო კვირებში შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ფარულად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მედია წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რაკეტები უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, რაკეტები პირველად 17 აპრილის გამოიყენეს, ყირიმში რუსული აეროდრომის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზებიდან, დაახლოებით, 165 კმ-ში (103 მილი) იყო. „პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა შორი დისტანციური რაკეტების განლაგებას, იმის შიშით, რომ ამერიკული მარაგიდან რაკეტების დაკარგვა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას დააზარალებდა. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ უკრაინა მათ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა“, - წერს მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. ავტორი: ექსპრესნიუსი, ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ო’ბრაიენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-თან ერთად
|
ომი უკრაინაშიThe New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|