22:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 14:21:00, 529 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში სამხატვრო კონკურსი მოეწყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სამხატვრო კონკურსი მოეწყო.

კონკურსი საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარე შემეცნებითი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა, მათთვის საინტერესო მიმართულებებით განვითარება წარმოადგენს.

კონკურსი ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის 10-13 და 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის დავალებად მიცემულ თემაზე ნამუშევრის შექმნას მოიცავდა. კონკურსში მონაწილე 35 ახალგაზრდას ჟიურიმ სამუშაო თემად „მომავლის ბიბლიოთეკა“ მისცა. ნამუშევრების შეფასებისას კი მრავალ განმსაზღვრელ ფაქტორს კი ნამუშევრის შინაარსი და არა მისი ტექნიკური შესრულება წარმოადგენდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში თითოეულმა მონაწილემ ნახატში გადმოსცა, თუ როგორ წამოუდგენით მომავლის ბიბლიოთეკა. კონკურსის დასასრულს კი თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერვისების განვითარების სააგენტოსგან ფოტოაპარატი, ტექნიკისა და საკანცელარიო მაღაზიების ვაუჩერი გადაეცათ, დანარჩენებს კი სერვისების განვითარების სააგენტოსგან სახელობითი საჩუქრები ერგოთ.

კონკურსი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების შემეცნებით პროექტებში  ჩართვის მიზნით  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში პერმანენტულად მიმდინარეობს სხავდასხვა ღონისძიებები. ამავე პროექტის ფარგლებში 2-3 სექტემბერს  სოფელ ხიდისთავში ლიტერატურული კონკურსი გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics