00:38 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 17:44:57, 409 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ასოცირების დღის წესრიგში არ წერია, რომ ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა გამოეყოს

პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის მტკიცებით, ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს, რომ  ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ზედამხედველობის ფუნქცია შედიოდეს. 

ამის შესახებ აბაშიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშკერულებაში არსად წერია, რომ ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა გამოეყოს. 

„ასოცირების დღის წესრიგი ჩვენ გვავალდებულებს, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, უნდა ვისარგებლოთ ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით. მითითებულია, რომ ეს უნდა იყოს საბანკო ზედამხედველობაზეც.  თუ ჩვენ,  მარტივად, ამ კანონპროექტის წერის პროცესში გამოვიყენებდით  ევროკავშირის ექსპერტიზას, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობას, დამერწმუნეთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი არც ერთ შემთვევაში  არ მოგვცემდა ექსპერტიზას, რომ  ეროვნული ბანკიდან უნდა გამოეყოს საბანკო ზედამხედველობა, ვინაიდან თავად ევროპის ბანკის კვლევებში, რომელიც საჯაროა და უახლესია, მოცემულია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ევროვნული ბანკის შემადგენლობაში ზედამხედველობის ფუნქციის ყოფნას მხარს უჭერს. ასოცირების დღის წესრიგში,  არ არის საუბარი იმაზე, რომ ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია უნდა გამოეყოს. 
ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, არსებობს საქართველოს მთავრობის განკარგულება, შესრულებასთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილება უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის ჩართულობით, თუმცა მე კითხვას აღარ დავსვამ, ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის საკითხის შემუშავების პროცესში ჩართული იყო თუ არა ეროვნული ბანკი“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.
კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი,  მიზანშეუწონლად მიაჩნიათ  საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა და სააგენტოს ამოცანად საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის განსაზღვრა, ნაცვლად ეროვნული ბანკისა.
ასევე მიიჩნევენ, რომ   კანონპროექტის ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შერყევას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობისა და სანდოობის ხარისხზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics