09:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 18:15:34, 519 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2015“ მოეწყობა

8 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბათუმის მერიის და „მედცენტრი“-ს მხარდაჭერით მოეწყობა „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად 2015“.

აქციის მიზანია, საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ნაადრევი გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენა წარმატებული მკურნალობისა და სიცოცხლის გარანტიაა.

8 სექტემბერს მარათონის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

1. პრესკონფერენცია – ქ. ბათუმი, სასტუმრო ,,შერატონი“;

2. 12:00 საათი – საქველმოქმედო კონცერტი – ერას მოედანი.

8 სექტემბერს, ერას მოედანზე გაიმართება ბათუმის სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალის მიერ ორგანიზებული, უფასო კონსულტაციები სარძევე ჯირკვლის ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ, დარიგდება ფლაერები.

საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა რაც 55 მეტია, ვიდრე წინა წელს.

აჭარაში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 129 ახალი შემთხვევა. წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 843 ავადმყოფი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics