08:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 13:02:59, 573 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწოფოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

იაპონიის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა დაადგინა, რომელზეც  „ისლამურ სახელმწოფოს“ დაჯგუფების წევრების მიერ მძევლად აყვანილი იაპონელი ჟურნალისტი  კენდძი გოტო დზიოვოა ასახული.  

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30 იანვარს,  ტოკიოს დროით 23 საათზე  იწურება ულტიმატუმის ვადა,  რომლის მიხედვითაც  დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“  მძევალ კენდძი გოტოს და კიდევ ერთი ადამიანის, სიკვდილ მისჯილ ტერორისტში გაცვლას ითხოვს.

იპონიის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ტერორისტი  სადჟიდუ არ-რიშავი,  ამანში ტერორისტული  აქტის მოწყობაშია ბრალდებული, რომლის დროსაც 60 ადამიანი დაიღუპა.

მძევლად აყვანილი ჟურნალისტის დედამ იაპონიის პრემიერ მინისტრს თხოვნით მიმართა, რათა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მისი შვილი გაათავისუფლონ.

შეგახსენებთ, რომ  ვიდეო, რომელზეც  „ისლამურ სახელმწოფოს“ დაჯგუფების წევრების მიერ მძევლად აყვანილი ორი იაპონელი ჟურნალისტი  კენდძი გოტო დზიოვო და ხარუნა იუკავაა ასახული,  ინტერნეტში 24 იანვარს გავრცელდა.

დაჯგუფების წევრები გამოსასყიდის სახით  200 მილიონ დოლარს  ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯიდნენ.

ამჯამად არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა 1 ჟურნალისტი უკვე მოკლეს, ხოლო თუ, იაპონიის ხელისუფლება მათ ახალ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მაშინ მეორე მძევალსაც მოკლავენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics