20:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 23:49:14, 581 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაღუ: ტერორისტებისთვის სულ ერთია ვის მოკლავენ - ებრაელს, გეის თუ ქრისტიანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაღუს თქმით, ისლამისტი ტერორისრტები ერთი და იგივე სიძულვილით უყურებენ როგორც ებრაელებს, აგრეთვე გეებს და ქრისტიანებს, და მათთვის სულ ერთია, ვის მოკლავენ და მკვლელობის მიზეზად რას დაასახელებენ.
ამის შესახებ ნეტანიახუმ „იად ვა - შემის“ მემორიალურ კომპლექსში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ისრაელის პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოებას ანტისემიტურ სახელმწიფოებთან და ისლამისტურ ექსტრემისტებთან მოლაპარაკებებისგან თავის შეკავება ურჩია.
„როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია?..სირიაში 250 ათას ადამიანზე მეტია მოკლული, ხალხს წამლავენ საბრძოლო გაზით, აწამებენ და უზღუდავენ სიცოცხლის უფლებას, და ჟენევის კონვენციის წევრები საგანგებო ყრილობას ნიშნავენ იმისთვის, რომ ისრაელის ქმედებები დაგმონ?!... ისლამისტური სახელმწიფოების რეგიონებში დიქტატორული რეჟიმების მიერ გათამამებული ფანატიკოსთა დაჯგუფებები კლავენ ქალებს, ქრისტიანებსა და ჰომოსექსუალებს და ამ დროს გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭო ისრაელს აკრიტიკებს?!", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარი საკონცეტრაციო ბანაკის აუშვიც-ბირკენაუს გათავისუფლების დღეა. ამ დღეს მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვეპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics