22:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 21:42:48, 579 ნახვა

საზოგადოება
ლევან კობიაშვილის გამარჯვებას გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან კობიაშვილის კანდიდატურის  გამარჯვებას სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან შეკრებილი  გულშემატკივრები შეძახილებით და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ისინი კობიაშვილთან შეხვედრას ელოდებიან. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  ედო ბადალაშვილმა განუცხადა, კობიაშვილის გამარჯვება ქართული ფეხბურთისთვის წინსვლის მომასწავებელია.

„პროგრამა ნანახი მაქვს და კობიაშვილის მმართველობის პერიოდში ყურადღება მიექცევა ახალგაზრდული ეროვნული, ნაკრების განვითრებას“,-განაცხადა ბადალაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით დაიწყო. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო. არჩევნების დაწყების პროცესი ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავების გამო შეფერხდა, რომელიც გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სასამართლომ დღეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არჩევნების მიმდინარეობას სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არჩევნებს დაესწრო  ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც, რომელიც მიწვეულ პირთა სიაში არ იყო. როგორც მოგვიანებით კალაძემ განმარტა, „ჰოლიდეი ინნ“-ში მისი მისვლის მიზეზი უეფას ვიცე პრეზიდენტთან გრიგორი სურკისთან შეხვედრა იყო.

ფეხბურთის პრეზიდენტის თანადებობაზე  4 წლის ვადით აირჩიეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ზვიად სიჭინავა იკავებდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics