09:10 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 16:46:52, 805 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ქართული ღვინის დღე მეორედ აღინიშნება

თბილისის მერი დავით ნარმანია, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, „ქართული ღვინის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია, 4 ოქტომბერს  „ქართული ღვინის დღე“  აღინიშნება.  სახალხო ზეიმის ძირითადი მიზანი, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა.

,,ქართული ღვინის დღის“  ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. ცენტრი ღვინის მცირე მუზეუმს, ენოთეკას, მარანს, სადეგუსტაციო ოთახებსა და  სასწავლო აუდიტორიებს მოიცავს. ღვინის  მუზეუმში  მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღი, ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი,  სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისებია წარმოდგენილი.  

დედაქალაქის მერი, „ქართული ღვინის ცენტრის“ საზეიმოდ გახსნის შემდეგ,  ვარდების მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში თბილისელები „ქართული ღვინის დღეს“ იზეიმებენ - ღვინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ.  ვარდების მოედანზე, ღონისძიების ფარგლებში ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გაიმართება კონცერტიც.  საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით,  4 ოქტომბერს, დედაქალაქის უცხოელ სტუმრებს,  აეროპორტში   „ქართული ღვინის დღის“ აღსანიშნავად სუვენირები გადაეცემათ და ღვინის დაგემოვნების  საშუალება ექნებათ.

ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და პირველად შარშან აღინიშნა.  წელს,  საზეიმო ღონისძიებებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „ქართული ღვინის დღეს“ თბილისის გარდა,  თელავში, ქუთაისში, რუსთავსა  და ამბროლაურშიც იზეიმებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics