21:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 13:21:45, 641 ნახვა

სამართალი
ქუთაისში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის მონაწილეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია სამართალდამცველებმა 2 ოქტომბერს დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს ეზოში დაკავებულების ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ იმყოფებიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებენ.

„ნათელია, რომ რუსთავი 2-ზე შეტევის პარალელურად ასეთი ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება იმისთვის, რომ ეს ბრძოლა უფრო არ გახდეს ფართო და სახალხო, მაგრამ ეს ასე იქნება. სისხლის სამართლით საქმის აღძვრა ამ კონკრეტულ ფაქტზე წარმოუდგენელია. ჩვენ გვახსოვს მთელი წყება ფაქტების, რომლებიც ჩვენს აქტივისტებზე, დეპუტატებზე თავდასხმას უკავშირდება, სადაც უფრო მძიმე შემთხვევები გვქონდა, იქაც კი ყველაფერი ადმინისტრაციული ჯარიმით, დაახლოებით, ასი ლარით, შემოიფარგლებოდა. უფრო რბილ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიძრა, პირდაპირი ანგარიშსწორება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics