10:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 15:29:21, 553 ნახვა

პოლიტიკა
ვანო ჩხიკვაძე: ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ვერ მიღებამ, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა იქონიოს

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს. თუმცა, როგორც ჩხიკვაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ევროკომისიის რეკომენდაციები ქართული მხარის მიერ სრულყოფილად არაა შესრულებული და არის საკითხები, რომელთა შესრულებაც უკეთესად შეიძლებოდა.

ვანო ჩხიკვაძეს ერთ-ერთ ასეთ საკითხად ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ( მისი გავრცელება  კერძო სექტორზეც) შეტანა მიაჩნია, რომლის მიღებაც პარლამენტმა დღემდე ვერ შეძლო.

"ჩემი აზრით, საერთო ჯამში ყველაფერი მართლაც შესრულდა, თუმცა არის საკითხები, რაც ვფიქრობ, სჯობდა, უკეთესად შესრულებულიყო. სრულად არ არის მაინც შესრულებული. პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს მთავრობას  - მე-2 პროგრესს ანგარიშის გამოქვეყნებისას,  ანტიდისკრიმინაციულ  კანონში ცვლილებების შეტანა, რათა ის გავრცელებულიყო კერძო სექტორზეც. სამწუხაროა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების მიღება ვერ მოახერხა, რამაც შეიძლება ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

ალბათ, უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო ტერეფიკინგის  წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა,  დიდი და მასშტაბური ცვლილებები არ არის ასახული.  მიუხედავად ამისა, მე იმედიანად ვარ განწყობილი და  მგონია, რომ მაინც იქნება დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა ვნახოთ, არმინდა  მოვლენებს გავუსწრო. პირადად მე იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სამუშაო გაწია საქართველს მთავრობამ და 95% ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულებულია. ვნახოთ, რამდენად არ მიაქცევს ასეთ მცირე საკითხებს ევროკომისია ყურადღებას",-განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

ინფორმაციისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის  შემფასებელი მისია  ეწვია და ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულების მიმართულებით  საქართველოს მთავრობის  მიერ განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა.

საქართველოს მიერ  სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით  ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  ტექნიკური  პროცესი დასრულდება.

არსებული პროცედურის  თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს  მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის  რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას  პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს  მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics