00:12 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 10:51:30, 355 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გეგეშიძის განცხადებით, ელჩის ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო

ამერიკაში საქართველოს ელჩმა პრეზინდეტის ბრალდებებს უპასუხა და "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მისი ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო და ორი უმაღლესი დონის პირის ვიზიტისას პროტოკოლი არ დარღვეულა.

"ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება ერთი მხრივ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია და მეორე მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ იორკში ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა.

ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა. პრეზიდენტი თავისი ვიზიტით კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან. მართალი გითხრათ, ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში ასეთმა ტონმა,“ - განაცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის არაკორექტულ ქმედებაზე საქართველოს პრეზინდეტმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ამერიკაში მისი ვიზიტის დროს მას გეგეშიძე არც უნახავს. მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ურჩია ეტიკეტის დაცვა მოსთხოვონ იმ დიპლომატებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics