05:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 15:07:32, 590 ნახვა

საზოგადოება
ფსიქოლოგებს თავდაცვის სამინისტროში პროექტი „მხარი მხარს“ გააცნეს

ფსიქოლოგებს, ფსიქიარტებს, ფსიქორეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროში პროექტის - „მხარი მხარს“ პრეზენტაცია წარუდგინეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გააცნო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა „მხარი მხარს.“ პროგრამის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს სამხედროებს. სამხედროებმა ერთმანეთს აღმოუჩინონ დახმარება, არავინ უნდა დავტოვოთ საკუთარ პრობლემებთან მარტო. ამიტომ ვმართავთ შეხვედრას ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ფსიქოლოგებთან. გვსურთ, გავაცნოთ მათ პროგრამა, ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ. მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, კორექტივები შევიტანოთ პროგრამაში, თუ ამის საჭიროება იქნება. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ბერკეტი, სისტემა ადგილზე იმისთვის, რომ ჯარში მაღალი ფსიქოლოგიურ-მორალური განწყობა გვქონდეს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროს პროექტი „მხარი მხარს“ დეტალურად განიხილეს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, გამოითქვა რჩევები და რეკომენდაციები. ფსიქოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლიონონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან.

ამოქმედდა ცხელი ხაზი - 225 30 30. ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი სამეთაურო რგოლისთვის, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics