02:26 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:03:27, 660 ნახვა

სამართალი
შსს: ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენინსპექციის რეაგირება მყისიერი იყო

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება მყისიერი იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ბათუმში, რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ავტოავარიას უკავშირდება, სადაც სამართალდამცველები ფიგურირებენ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ: 2015 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზიანდა 2 ავტომანქანა, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განახორციელეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა შსს-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ი. ანანიძე (როგორც შემთხვევის მონაწილეებმა განაცხადეს, საჭეს სწორედ აღნიშნული პირი მართავდა).

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთის რეგიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ზ.ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, (რაც გულისხმობს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, ზ.ქედელიძე დათხოვნილი იქნა პოლიციის რიგებიდან. საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის თანამშრომლებს: შსს-ს კრიმინალური პოლიციის დასავლეთის რეგიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი.ანანიძეს და პატრულ-ინსპექტორ ბ.გოგიბერიძეს.

შსს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური.შსს მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები შესაბამის უწყებაში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დეზინფორმაციის გავრცელების გზით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics