02:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:28:31, 973 ნახვა

საზოგადოება
ბაკალავრის დიპლომის მქონე პირებმა შესაძლოა, მასწავლებლობის უფლება დაკარგონ

მხოლოდ  ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებმა შესაძლოა, მასწავლებლობის უფლება დაკარგონ. ამ ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროექტის თანახმად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება რამდენიმე გზით განისაზღვრება. ეს ეხებათ  დაწყებითი, საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის და საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს.

 კერძოდ, მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება განხორციელდება საბაკალავრო – სამაგისტრო აკადემიური პროგრამით, რომელიც არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს.  პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი. ამის შემეგ, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულები იქნებიან, წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.  მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით მასწავლებლობის უფლება ექნება მინიჭებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩააბარებს საგნის გამოცდას.

ამასთან, დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები მასწავლებლობის უფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა), ან სხვა ორგანიზაციის მასწავლებელთა გადამზადების აკრედიტებული კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა) წარმატების გავლის შემდეგ მოიპოვებენ.

 კანონპროექტის მიხედვით, იმისათვის, რომ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლების დეფიციტი არ შეიქმნეს, 2021 წლის ბოლომდე მაწავლებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად მომზადდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics