21:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 20:39:15, 503 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება.

ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები იყო.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

მხარეები დეკემბერში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალსაც შეეხნენ.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, ნატოს შტაბ-ბინაში, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე, თავისთავად ძალიან იმედის მომცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე. ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოს. შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ალიანსის გენერალურ მდივანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტი ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგნელის სტელიან სტოიანის ორგანიზებით გიამართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

მინისტერიალის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს და უცხოელ კოლეგებს შეხვდება.

ხვალ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 28+1-ის ფორმატში ალიანსის თავდაცვის მინისტრების წინაშე წარსდგება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics