05:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 20:46:46, 596 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო - N2 დაწესებულებაში პატიმართა შორის დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია

სასაჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში  განხორციელებული  ვიზიტის  შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა შორის დაფიქსირებულ  ძალადობის ფაქტებზე  გამოძიება უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება  მსჯავრდებულების რისკ-ფაქტორების მიხედვით გადანაწილებას,  სამინისტრო ცნობით, აღნიშნული პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე დაწყებულია და  ის 2017 წლის  დასაწყისში დასრულდება. 

"N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლმებთან დაკავშირებით კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ  პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს  და ყველა არსებული პრობლემა ეტაპობივად გადაიჭრება.

სასჯელაღსრულების სამინისტრო არ იზარებს  N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა აქტივობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ დაწესებულება  პასუხობს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რასაც კანონი ითვალისწინებს შესაბამისი რეჟიმის დაწესებულებისთვის. ასევე, უკვე აღმოფხვრილია  N2 დაწესებულების მაღაზიის სათანადო  პროდუქტებით მომარაგების პრობლემაც.

სახალხო დამცველის ანგარიშში N2 დაწესებულებაში სამედიცინო სერვისის კუთხით გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო  განმარტავს, რომ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ექიმის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად  ოქტომბერში კონკურსის გამოცხადება იგეგმება. ამასთან, მსჯავრდებულებს  საჭიროებისმებრ უტარდებათ  ადეკვატური სამედიცინო

მომსახურება, მათ შორის,  გენდერულად სპეციფიკური საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს ექიმ-ფსიქიატრის საშტატო ერთეული და კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია შესაბამისი და დროული ფსიქიატრიული მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ  2015 წლის განმავლობაში  N2  პენიტენციურ დაწესებულებიდან სამოქალაქო სეტორის კლინიკებში სამედიცინო მომსახურება 552 მსჯავრდებულს/ბრალდებულს  ჩაუტარდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics