19:23 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:41:13, 351 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: საქართველო უახლოვდება ნატოს, მაგრამ გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, სპეკულაციას არ დავიწყებ

საქართველო უახლოვდება ნატოს, მაგრამ გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, სპეკულაციას არ დაივიწყებ.

ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნატო-ს "დედლაინის" შესახებ არასოდეს უთქვამს.

''უელსში მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფოკუსირებულს ხდის საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ რაც ჩვენზეა დამოკიდებული გავაკეთებთ. საქართველო თავის გასავლელ გზას გაივლის. ქვეყანა უახლოვდება ნატოს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით.ჩვენ არასდროს გვითქვამს ''დედლაინის'' -  საბოლოო ვადის შესახებ'', - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ და აქვე დასძინა, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს  დასახული მიზნების მისაღწევად მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს
„მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების მცდელობა“ - პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics