09:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 09:34:44, 349 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ

„გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ვერ ვისაუბრებ“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, "იმედის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

შოთაძის თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის კავშირი  განიხილება.

„ყველამ ვიცით, რომ ბატონი იური საზოგადოებრივი აქტივობისა და ცხოვრების ერთ-ერთი  ძირითადი მიზანი იყო, ეს საქმე გახსნილიყო. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მისი მკვლელობა დაკავშირებულია მისი შვილის საქმესთან. შემიძლია, ამ ეტაპზე ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ამ ეტაზე ვერ ვისაუბრებ, უპირველეს ყოვლისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა ყველამ გაგვიგოს",-განაცახადა შოთაძემ.

მისივე თქმით, მთავარ პროკურატურას ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესში იური ვაზაგაშვილთან აქტიური კავშირი ჰქონდა.

"იური ვაზაგაშვილს  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და წვდომა ჰქონდა ამ მტკიცებულებებთან და რა თქმა უნდა, არიან მთელი რიგი მოწმეები, რომლებიც ამ საქმეზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, შესაბამისად, ამის შესახებ მეც ვიყავი ინფორმირებული, ბატონი იურიც და ყოველდღიურად ხდებოდა ჩვენს შორის ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რათა რაც შეიძლება მალე დადებულიყო შედეგი და იმ კითხვებს პასუხი გასცემოდა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics