2021-10-17 13:31:15, 4901 ნახვა
ციტატები
ამირან გამყრელიძე - შემაკავებელი ღონისძიებები თუ არ გატარდა, მეხუთე ტალღა ძალიან მძიმე იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მეხუთე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება და აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ავიცრათ. „უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც 70% მოსახლეობის აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ აიცრას. მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, – ამბობს გამყრელიძე. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჰერჩინსკი - საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს
გიორგი ონიანი - სახლში 14 წლის შვილი იმყოფებოდა, ე.წ კრიმინალები მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს
ხაზარაძე ივანიშვილს - მოემზადე მოსკოვში წასასვლელად
CNN - ისრაელის საჰაერო თავდასხმას რაფაჰზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 25-ზე მეტი დაჭრილია
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|