15:19 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 11:52:29, 2366 ნახვა

ციტატები
შოთა არველაძე - მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს

ფეხბურთელი შოთა არველაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლების გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს!",- წერს არველაძე.  

ცნობისთვის, 3 დეკემბერს უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი - რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, ივანიშვილის მარცხით დასრულდება
პაპუაშვილი - მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
კრამონი - საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია
ენმ - დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics