12:04 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 18:04:33, 1825 ნახვა

კულტურა
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარადგინა

დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დროებითი გადახურვის პროექტმა გელათის ტაძარში ნალექის ჩასვლა და ფრესკების დაზიანების საფრთხე გამორიცხა.

ამასთან ერთად, დაწყებულია კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესწავლა. სამუშაო პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ევროპელი მეცნიერები და ექსპერტები.​

"1. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მკაფიო რეკომენდაციის თანახმად, შეიქმნა გელათის მართვის გეგმის განახლებაზე მომუშავე კვალიფიციური ჯგუფი და დაიწყო გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისა და მისი ერთიანი ვიზუალური დაცვის ზონის (ბუფერული ზონის) საზღვრებში 2013-2015 წწ-ში შემუშავებული მართვის გეგმის განახლების სამუშაოები, რაც დოკუმენტში მოცემული სხვადასხვა თემატური ინფორმაციის განახლებასთან ერთად, ტერიტორიის კოორდინირებული მართვისა და სივრცითი დაგეგმარების უმნიშვნელოვანეს საკითხებს მოიცავს.

2. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და WHC/ICOMOS/ICCROM-ის გელათში განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-4 რეკომენდაციის შესაბამისად, გელათის ერთიან-დროებით გადახურვაში მოქცევისათვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა უმაღლესი რანგის გერმანულ კომპანია „ლეიერთან“ კომპლექსური თანამშრომლობით მოამზადა ორი საკმაოდ რთული საინჟინრო გადაწყვეტის მაღალტექნოლოგიური პროექტი: 1) გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის ჩათვლით, სრულად, და 2) გელათის კათედრალის ერთიანი-დროებითი გადახურვის პროექტი, გუმბათის გადახურვის გარეშე, ამგვარი გადაწყვეტის მიზნობრიობის დასაბუთებით. მომავალ კვირას, ორივე პროექტი სრული სახით, გადაიგზავნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას.

3. მე-6 რეკომენდაციის თანახმად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო ე.წ. „უსაფრთხო ხარაჩო“, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა შეესწავლათ კედლის მხატვრობა და საკურთხევლის აფსიდის მოზაიკა.

4. რთული რეალობების მიუხედავად, ივლისის თვეში დადებითად დასრულდა გელათის კომიტეტის მიერ გამართული ,მოლაპარაკებები კედლის მხატვრობისა და მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტებთან: ა) კედლის მხატვრობაში, ბატონ სტივენ რიკერბისა და ქალბატონ ლიზა შეკედესთან; ბ) მოზაიკაში, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ, ბატონ რობერტო ნარდისთან. აღნიშნულმა ექსპერტებმა სექტემბრის თვეში წარმოადგინეს ზოგადსაკონსერვაციო გეგმები, რომლებიც განხილულ იქნა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრების მიერ. დღეს, მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი აქტიურად ემზადება კვლევითი და სატესტო სამუშაოების შესასრულებლად; ამისათვის დაწყებულია შესაბამისი საკონსერვაციო მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის ზრუნვა.

5. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებებისა და WHC/ICOMOS/ICCROM-ის გელათში განხორციელებული ერთობლივი მისიის ანგარიშის მე-11 რეკომენდაციის თანახმად, 2023 წლის აპრილში დაიწყო და ამჟამად დასრულებულია გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ცენტრალური ნაწილის, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების კამარებისა და ზედა რეგისტრების, კედლის მხატვრობის მდგომარეობის და ორიგინალი ტექნოლოგიის ზუსტი გრაფიკული სქემების შექმნა, თანმხლები დეტალური დოკუმენტაციით. აღნიშნულ ლოკაციებს პრიორიტეტი მიენიჭა დაზიანებათა მაღალი ხარისხის გათვალისწინებით.

6. მე-7 რეკომენდაციის შესაბამისად, ღვთისმშობლის ტაძრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის ყოვლისმომცველ მონიტორინგთან ერთად, ქართველი სპეციალისტების მიერ, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიაში არსებული ფრესკების მდგომარეობის ფოტო-ფიქსაცია, რაც უზრუნველყოფს პირველადი მონაცემებისა და ინფორმაციის მიღებას შემდგომი დოკუმენტირებისთვის.

7. მე-13 და მე-14 რეკომენდაციების შესასრულებლად,

8. გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო დონის და უმაღლესი სამეცნიერო რანგის ექსპერტების მიერ, უახლესი გეოფიზიკური აპარატების გამოყენებით, დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური და გეოლოგიური ფენების შესწავლა. დღეისათვის, უკვე შესრულებულია ამ სამუშაოების პირველი ეტაპი, - შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის ზუსტი ტოპო-გეგმა.

9. ზემოხსენებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში შეიქმნა ბიურო, რომელიც სარეაბილიტაციო - საკონსერვაციო სამუშაოებისას უზრუნველყოფს დოკუმენტაციის საფუძვლიან და დეტალურ წარმოებას და ასევე, საკონსერვაციო ჯგუფებს შორის თანმიმდევრული და შეთანხმებული მოქმედებისთვის შესაბამის კოორდინაციას გაწევს.

10. შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განთავსდა და პერმანენტულ რეჟიმში განახლდება გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე, ამავე ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახის დოკუმენტი, 2008 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან მოყოლებული დღემდე (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის

ერთობლივი ძალისხმევით, მომზადდა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსტრუქციული

„Studio Croci & Associati“-სა და „VI Studio”-ს

კვლევისა და მონიტორინგის გეგმა, რომელიც განხილულ იქნა გელათის რეაბილიტაციის

კომიტეტის მიერ მოწვეული ეროვნული და საერთაშორისო საბჭოების მიერ და მათი დადებითი

შეფასების შესაბამისად, მთავარ ტაძარში უკვე დამონტაჟდა კონსტრუქციული მონიტორინგის

სისტემები.

ანგარიშები, საკონსერვაციო პროექტები, სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმები, საექსპერტო დასკვნები, შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშები და ა.შ...).

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე, სრულად იქნება გახსნილი საზოგადოებასთან. ამასთან, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპების 172-ე პარაგრაფის შესაბამისად, ყოველგვარი საკონსერვაციო სამუშაოები, მათ დაწყებამდე, საკონსერვაციო საპროექტო დოკუმენტაციების სახით, სათანადო შეფასებებისათვის წარდგენილი იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში, ხოლო თითოეული სამუშაოს განხორციელებისთანავე მიწოდებული იქნება ანგარიშები კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებისა და ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის განხორციელებული აქტივობების თაობაზე", - ნათქვამია ანგარიშში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტვის პრეზიდენტი - საქართველო, არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს
საპატრიარქო - წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics