12:04 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 15:55:36, 253 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, გაწეულ დახმარებას პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს

მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელდა, რომ თითქოს, საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო 6 მილიარდი დახმარება და ეს გაიმეორა USAID-ის რეგიონულმა დირექტორმაც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, გაწეულ დახმარებას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გარე დაფინანსებები ხშირ შემთხვევაში ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება.

„მინდა იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს. მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, საქართველო უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად, ეს ვერ იქნება საზღაური იმისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა. ამის სურათი ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, არათუ 6 მილიარდი, არამედ 600 მილიარდიც ვერ აანაზღაურებს იმ ზარალს. 

თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დაფინანსდა იმიტომ, რომ დემოკრატია გაუმჯობესებულიყო, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ამ კუთხით, ორჯერ მეტი იხარჯებოდა ამერიკის მხრიდან დაფინანსება, მაგრამ მივიღეთ დიქტატორული მმართველობა და ეს უმძიმესი შედეგი დღესაც ახსოვს საზოგადოებას. მაშინ, რატომღაც არ მახსოვს მე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია დეფიციტს განიცდიდა, ის, რა განცხადებებიც დღეს კეთდება. 

ასე რომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაცია, მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიტვის პრეზიდენტი - საქართველო, არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს
საპატრიარქო - წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics