09:50 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 09:59:13, 405 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - უფლებები არის სხვა და პროპაგანდა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია - სხვა

ნელ-ნელა ჩაერთო „ნაცმოძრაობა“, ეპარებიან თემას გვერდიდან. მათ აერთიანებთ ამ პროპაგანდის მხარეს დგომა და გარდა მათი რეალური გაერთიანებისა, უკვე აღმოჩნდა, ვერცერთმა გაუბედა თავის პატრონს, ეთქვა, რომ ეროვნული ამოცანა, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული ოჯახური ღირებულებების დაცვის, ჩვენი მომავალი თაობების დაცვის კანონპროექტია და მოდი, მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ „ღამის კურიერში“ საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, თემა ისე წარმოაჩინონ, რომ  მმართველი პარტია კანონპროექტით ვინმეს ებრძვის. 

„ისინი ცდილობენ, წარმოაჩინონ, ჩვენ ვიღაცას ვებრძვით. ჩვენ თავს არავის ვესხმით, პირიქით, ჩვენ ვიცავთ მომავალ თაობებს, ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას; ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას; ჩვენ ვიცავთ, რომ ჩვენთან ვიღაცამ ტრანსგენდერ ბავშვებს არ მიმართოს. რა ტრანსგენდერი ბავშვი? ბავშვი არის ბავშვი; ჩვენ ვიცავთ იმისგან, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან ვინმე კერძო პირმა თითის ქნევა არ დაუწყოს ვინმეს, რომ დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი, და, ძმა, ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს. დედა და მამა კი არა - მშობელი. ჩვენ ამისგან ვიცავთ ჩვენს იდენტობას. ჩვენ სხვანაირი კულტურა გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას.

ეროვნული იდენტობა, ჩვენი შვილების მომავალი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. მათზე მავნე ზეგავლენა არის, რაც უნდა გამოვრიცხოთ და ოჯახური ღირებულებები არის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის. ეს უნდა გავმიჯნოთ. უფლებები არის სხვა, პროპაგანდა, მისი მავნე ზეგავლენა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია, პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა არის სხვა",- ამბობს მდინარაძე.

"ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და შეუწყნარებელ განცხადებებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics