01:45 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:23:46, 588 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაიწყო

დღეიდან, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის მეტი ინფორმირების მიზნით 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაიწყო.

სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველ შეხვედრა ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრში გამართეს. პროგრამები, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად წარადგინა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებში ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯამრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრს გადაეცა სამინისტროს პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები.

12 თებერვალს, სამინისტროს წარმომდგენლები მორიგ შეხვედრას ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან გამართავენ.

„2016 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11,306,170 ლარს. უწყება წელს 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორცილებს. 2015 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 14, 057, 940 ლარს შეადგენს.

წელს სამინისტრომ ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთარდ გამოხატული შშმ პირების, შშმ ბავშვების; ასკით პენსიონერების და 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს).

სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას, ამოქმედდა ბავშვთა ადრეულ განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115-მდე საცხოვრებელი სახლის შეძენა.

სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics