06:28 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:27:38, 569 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიის პირველ სხდომაზე 316 განაცხადი დაკმაყოფილდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ მიმდინარე წელს ჯანდაცვის პირველი სხდომა ჩაატარა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს,  სხდომაზე სულ 316 ბენეფიციარის განაცხადი იქნა განხილული. 
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტი 2016 წელს გაიზარდა და ის 400 ათას ლარს შეადგენს.

 „ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა წელს უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. შევუძინოთ ძვირადღირებული მედიკამენტები, დაუფინანსოთ რეაბილიტაციის კურსები, ოპერაციები, კომპიუტერული გამოკვლევები და “C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკა. 0–18 წლამდე ბენეფიციარები მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობაზე 100 % დაფინანსებას მიიღებენ, წლიური გეგმის შესაბამისად კი გათვალისწინებულია თვეში 15–მდე თერაპიული სეანსის მიღება სრული დაფინანსებით. 
აქვე ამოქმედდა ფენილკეტონურიის და ცელიაკიით დაავადებული 0–18 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციალიზებული საკვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის თვიური ლიმიტი ერთ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დაუნის სინდრომით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა სარეაბილიტაციო მკურნალობა ერჯერადად 500 ლარის ოდენობით დაფინანსდება“. – განაცხადა გიზო სართანიამ.

დღევანდელ სხდომაზე 316 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. აქედან უმრავლესობა ძვირადღიერბული მედიკამენტების (166) შეძენას, “C” ჰეპატიტის დიაგნოსტირებას (125) , ოპერაციის დაფინანსებას (6), კომპიუტერულ ტომოგრაფიას (18) და რეაბილიტაციის (1)კურსის დაფინანსებას შეეხებოდა. 
მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამედიცინო მომსახურეობებისათვის 80 ათასამდე ლარი გამოიყოფა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics