01:13 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:42:39, 426 ნახვა

პოლიტიკა
ივლიანე ხაინდრავა: აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა  აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას ეხმაურება.

ხაინდრავას განცხადებით, აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია.

"აშშ-ის დაზვერვის უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი და დროულია. იგი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს გაზარდონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტემპი, რათა საფუძველი გამოაცალონ რუსეთის მიზანმიმართულ მცდელობებს შეაფერხოს ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროცესი",-აღნიშნავს ივლიანე ხაინდარავა.

ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური, თავის ოფიციალურ გვერდზე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი.

დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ  ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური  რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან  დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში

როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის.

კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული  პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური  ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი  პოლიტიკური სისუსტე გახდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics