10:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 17:52:27, 669 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერას აგრძელებს

„ვითიბი ბანკსა“ და საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას შორის გაგრძელდა  სპონსორული  ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2016 წლის განმავლობაში ბანკი კვლავ, ფედერაციის გენერალურ სპონსორად რჩება.

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად, განადგურებული ფედერაციის შენობის სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები. ამ მიზნისთვის და ასევე ახალი სპორტული ინვენტარის შესაძენად  ვითიბი ბანკმა 1,200000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოები დასრულებით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში სპორტსმენები და მოზარდები განახლებულ შენობაში შეძლებენ ვარჯიშს. 

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია სპორტის 5 სახეობას აერთიანებს: ბატუტი, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა და აერობიკა.

„ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის  ეროვნული ფედერაციის პირველი ოფიციალური სპონსორია 2012 წლიდან, ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობით, რომლის შედეგადაც  ფედერაციამ მრავალ წარმატებას მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მოზარდებისა და სპორტსმენების განვითარებას და საშეჯიბრო მომზადებას“, - განაცხადა ვითიბი ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics