2024-04-15 16:53:28, 264 ნახვა
რეგიონი
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სოფელ ზესოფლში, სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თენგიზ გათენაძე ადგილზე გაეცნენ. „პროექტის ფარგლებში, არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი, სექციური ღობე, მაყურებელთათვის განკუთვნილი ტრიბუნები, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი. ასევე, პროექტის ფარგლებში სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ფანჩატური. აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 239 702 ლარია გამოყოფილი”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), შსს - საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დავაკავეთ
ჰერჩინსკი - საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს [ვიდეო]
გიორგი ონიანი - სახლში 14 წლის შვილი იმყოფებოდა, ე.წ. კრიმინალები მოიყვანეს, აგინებინეს ბავშვს, შეურაცხყოფა მიაყენებინეს, შეაშინეს
ხაზარაძე ივანიშვილს - მოემზადე მოსკოვში წასასვლელად
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|