02:49 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 10:51:02, 527 ნახვა

სამართალი
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, თბილისის ინტერპოლის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ე. ჩ. თბილისში დააკავეს.

მათივე ინფრმაციით, ე. ჩ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 449/1, 51/2, 59,2 მუხლებით და N5275 კოდექსის 107/12,13ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც  მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული გადაყვანილია  თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამჟამად ე. ჩ. მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics