20:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:09:50, 320 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა მინისტერიალის პირველი დღე შეაჯამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა. ხორვატიის, სლოვენიისა და შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან - იოზიფ ბულიევიჩთან, ანდრეა კატიჩთან და პიტერ ჰალთქვისტთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა.

მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღის ბოლოს შეაჯამა. 

„ჩვენი ამოცანა რამდენიმე ძირითად პოსტულატშია გამოხატული. პირველი არის ის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მეტი ინტენსივობით მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებაში, სულ უფრო მეტ კომპონენტს ჰყავდეს მეტი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ადამიანური რესურსით - კონსულტანტებით, სამხედრო მოსამსახურეებით, ტექნიკური საშუალებებით ეხმარება ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ასევე, სულ უფრო შეუქცევადი უნდა გავხადოთ საქართველოს პარტნიორობა ევროპის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც არ არიან ამ დროისთვის ნატოს წევრები. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ქვეყანა იდგეს საქართველოს გვერდით ჩვენი ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემისთვის,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics