04:53 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:30:05, 520 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „გოგონათა კლუბი“ გურიის საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახალგაზრდულ პროექტებს  რეგიონებში განაგრძობს.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტი „გოგონათა  კლუბი“ გურიაში მდებარე სამ საზოგადოებრივ ცენტრში  - ნიგოეთში, ქვემო ნატანებსა და ხიდისთავში ჩატარდა.

ტრენინგებს ადგილობრივი საჯარო სკოლების  37 მოსწავლე გოგონა დაესწრო. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა განათლების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც დგას გოგონების ცხოვრებაში. შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში და დატვირთული იყო სხვადასხვა სავარჯიშოებით. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გოგონებმა დასახეს მიზნის მიღწევის სტრატეგიები და წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორები განსაზღვრეს.

 „გოგონათა კლუბი“ სსიპ „დანაშაული პრევენციის ცენტრის“ პროექტია, რომელიც თბილისში, მედიაციის სახლში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.  მისი მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონათა გაძლიერება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა.

ამ პროექტის მასშტაბურობის გაზრდის მიზნით  შეხვედრები იგეგმება  კახეთის,  ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics