2024-04-16 23:15:42, 340 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბვილი პარლამენტთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა".
"თბილისში მეორე ღამეა, რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია იმართება. ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა",- წერს ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,