2024-04-17 02:15:44, 264 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
"ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ისინი შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა, ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე, დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები," - წერია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ავტორი: ექსპრესნიუსი, ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|