10:04 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 14:32:31, 231 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული არიან და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე. 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყანაში „ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“. 

„ძალიან სახიფათო განცხადება იყო. ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით იყო აქცენტი გაკეთებული. ასეთი განცხადებების მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველა მაქსიმალურად მობილიზებულია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, მშვიდობა. ცხადია, რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 

„იცით, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, თუნდაც გამოსვლით, მიტინგით. ეს პრობლემას არ წამოადგენს, მაგრამ ისეთი ფაქტები, როდესაც შენ პოლიციელს აგინებ, აფურთხებ, ქვებს ესვრი, კატეგორიულად მიუღებელია და ამას ყოველთვის მოყვება სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics