05:08 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 15:14:35, 319 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს - ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები

ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გუშინდელ აქციას. 

კალაძის თქმით, „ეს არის ექსტრემიზმი, რომელსაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება   მოჰყვება". 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქ იმყოფებიან დილიდან საღამომდე, იცავენ წესრიგს. იცავენ იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას პირველ რიგში და თქვენ ნახეთ, რომ მშვიდობიანად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, არანაირი პრობლემა არ იქმნება ამ მხრივ.  მაგრამ როდესაც შენ გადადიხარ ძალადობაზე, ესვრი ქვებს აგინებ, აბულინგებ (რისი კადრებიც არსებობს, როგორ ესროდნენ პოლიციელებს, როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ). ჩვენ ხომ ევროპა და ევროპული მომავალი გვინდა და ამისთვის ვიბრძვით. აბა, ნახეთ, ევროპულ განვითარებულ ქალაქებში, მაგალითად პარიზის,  გერმანიის, იტალიის მაგალითები რომ მოვიყვანოთ,  როდესაც პოლიციელს უპირისპირდებიან,  რა რეაგირება მოსდევს ამას.  ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის, კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე. არავის არ აქვს უფლება, პოლიციელს შეაფურთხოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები და ევროპული დამოკიდებულებები. ეს არის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და რა თქმა უნდა, ყველა გადაცდომას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება...

რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ. აქციაზე იყვნენ  ადამიანები, რომლებიც გამოხატავდნენ მშვიდობიანი გზით თავის პროტესტს, შეხედულებას. შეიძლება ვიღაცა რაღაცაში არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, ეს მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი გზით. მაგრამ,  ის, რაც გუშინ ვიხილეთ გარკვეული ჯგუფების მხრიდან,  ვიცით, ვინც დგას ამ ჯგუფების უკან, საიდან ფინანსდებიან, ვინ არის დონორი ორგანიზაციები,  ყველაფერი ცხადია და ნათელია. ძალიან სამარცხვინო იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა. ზოგადად, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას,  ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics