03:29 - 01 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 11:23:00, 338 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში".

"ნავალნის სიკვდილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამოფხიზლების ნიშანი იყო. მისი გარდაცვალება ხაზს უსვამს ავტორიტარულ რეჟიმებთან და დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე მათ თავდასხმებზე დაპირისპირების გადაუდებელ აუცილებლობას. სამწუხაროდ, ნავალნიზე წარსულში ვსაუბრობთ. რას ვაკეთებთ ახლა, რომ იგივე არ დაემართოს ყარამურზას, სააკაშვილს და სხვა პოლიტპატიმრებს?

ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო, ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი პოლიტიკური პატიმრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ შეწყვეტენ ოპონენტების გაჩუმებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობებს.
 
ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმეში მონაწილე მოსამართლეები და ყოფილი გენერალური პროკურორი სანქცირებული იქნა აშშ-ის მიერ, მიუთითებს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ეროზიაზე საქართველოში.

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ბატონ ყარამურზა პუტინის ციხეში; არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ; არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში; და არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც უკრაინელებს, როდესაც გმირულად იცავენ დემოკრატიას და სწირავენ სიცოცხლეს ბრძოლის ველზე",- განაცხადა ბეჟაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ნაცემი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული
ათობით ადამიანი კვლავ ელის სასწრაფო დახმარებას
ენმ - საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს
ჯანდაცვა - ამ დროისთვის 3 სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics