2024-04-21 11:17:27, 378 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერას გამოვიყენებთ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენ მივიღეთ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება - აშში-ის მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ასე ვიბრძოდით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ როგორც ჩვენი მეომრები ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსული ტერორს... მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს",- აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი და ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა
ლექსმანი ბორელს დa მიშელს - კიდევ რა გჭირდებათ, რომ ივანიშვილი საბოლოოდ დაასანქციროთ
გომელაური - გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ საკუთარ ოფისებში - პარლამენტსა და სახელმწიფო უწყებების შენობებს თავი დაანებონ
სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება მას შამდეგ, რაც ივანიშვილმა გაყალბება დააანონსა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 477 430-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|