05:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 14:48:48, 431 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი: მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და ციხისძირის მოვლენებით ცალკეულმა პარტიებმა პოლიტიკური დივიდენტები დაიწერონ

გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ციხისძირში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ციხისძირში მიმდინარე მოვლენებით ცალკეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური დივიდენტების დაწერას ცდილობენ.

„აქ ზოგადად ერთგვარი მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენტები დაიწეროს ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ეს მცენარეები, რაზეც ლაპარაკია, არც ერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე. ეს უნდა მოჭრილიყო, თავის დროზე ასე იყო დაგეგმილი იმ სანერგე მეურნეობაში , გადატანა გულისხმობს რომ ა წერტილიდან მცენარე უნდა გადავიდეს ბ წერტილში, თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით არის თუ არა სათანადო უნარები გადატანისას იმისთვის რომ არ გახმეს, მე ამ დისკუსიაში მზად ვარ ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით, ხოლო თუ საერთოდ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი , ვფიქრობ რომ ეს ლეგიტიმური პოზიცია არ არის“, -განაცხადა აგულაშვილმა და დასძინა, რომ  მას  ყოფილი პერმიერმინისტრისგან  ბიძინა ივანიშვილისგან არანაირი დაკვეთა არ მიუღია:

„ვერ გავიგე, რა დაკვეთას ვასრულებ, რა დაკვეთა მივიღე, მე ვალაპარაკობ ერთი ხის გადატანაზე ა წერტილიდან ბ-ში და არ ვალაპარაკობ დამკვეთებზე და შემსრულებლებზე.  მე არც შეკვეთა მიმიღია, არც დამკვეთი ვიცი ვინ არის, ჩემი ინტერესების სფეროში არის ხე როგორ ცოცხლობდა ა წერტილზე და ცოცხლობდეს ბ წერტილში“, - განაცხადა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, “პარტიზანი მებაღეები” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათ რამდენიმე დღის წინ კარვებიც გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics