19:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 12:30:19, 602 ნახვა

სამართალი
ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირებას ითხოვს

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირების შესახებ განცხადება შეიტანა.

როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს საქმის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოს და მხარედ დარეგისტრირებას სწორედ ამიტომ ითხოვს. მისივე თქმით, იგი დღეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდება და პროცესზე განსაკუთრებულ მონიტორინგს სთხოვს.

"ჩემი დარეგისტრირება მხარედ საჭიროა იმიტომ, რომ თუკი გაჩეჩილაძეების მხრიდან შემოვა ნებისმიერი განცხადება თუ საჩივარი მაცნობონ ეს. როცა ვიქნები მხარედ დარეგისტრირებული მაცნობებენ და მე მექნება საშუალება წერილობითი პასუხი გავცე. ყველა საელჩოს და მათ შორის ევროკავშირის ელჩს მინდა ვთხოვო, რომ ჩვენ არ გავალთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, მაგრამ რომ არ მოხდეს ჩარევა სასამართლოში ხელისუფლების მხრიდან, მე მათ ვთხოვ განსაკუთრებულ მონიტორინგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, დამფუძნებლებიც და დირექტორიც შევძლებთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას“, - განაცხადა გადაბაძემ.

ცნობისთვის, საჯარეო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics