20:11 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 13:49:48, 362 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: 2012 წლიდან დეპუტატების, მინისტრების და მათი მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს

2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტი მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული.

„მინდა ახალი კუთხე წარმოგიდგინოთ, ამ ძალიან მანკიერი გამოცდილების, რომელიც ბოლო წლებში დამკვიდრდა. ჩვენ მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპუტატების დეკლარაციები შევისწავლეთ და გვინდა წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც გამოვიკვლიეთ - მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს. იკვეთება ორი ტენდენცია - როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ საჯარო სტრუქტურებში იწყებენ მუშაობას; როდესაც ყველა კერძო სტრუქტურას ერთდროულად მოუნდა ამ ადამიანების დასაქმება.

ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად მათი შემოსავალი იყო 0, 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს.

ეს სურათი სრული არაა, როდესაც დეკლარანტი თვლის რომ მისი ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან, კანონი არ ავალდებულებს მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა.

თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია. მაგალითისთვის ავიღოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, 2012 წელს, როგორც კი მან ეს პოზიცია დაიკავა, მისი და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღლე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში. ახლა ის შპს ბროილერში მუშაობს.

ჟორჟოლიანი გია, რომლის ძმაც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა.

ჯაფარიძე თამაზის მეუღლე პრეზიდენტის რეზიდენციაში დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში.

ხალვაში როსტომი, მან ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში. ეს ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა.

თამარ კორძაიას მეუღლე, ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა კი ის დაწინაურდა და ჯერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს სინათლის ქალაქის მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს ლიბერთი ბანკში, მაგრამ აქაა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ხადურის ცოლის და, მისი პირადი თანაშემწეა.

ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახურსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ. თამაზ მეჭიაურის შვილი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა და ასეთი მაგალითები მრავლადაა.

ჩვენ ვთვლით, რომ ესაა საგანგაშო, ძალიან მანკიერი ტრადიცია. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტიული განათლებული ადამიანისთვის დახურულია კერზო და საჯარო სექტორის კარი.

როდესაც ბიუჯეტში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამის პარალელურად ვხედავთ რომ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics