10:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 16:23:28, 444 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: თუ მაღალი რანგის ტრიბუნალი იტყვის, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება

„მაღალი რანგის ტრიბუნალი თუ იტყვის, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს მხოლოდდამხოლოდ სასარგებლო იქნება ყველაფრისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ფატუ ბენსუდას, თანამშრომლობაზე მზადყოფნა დაუდასტურა.

თინა ხიდაშელმა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის ომზე კონფლიქტის დარეგულირებასაც შეუწყობს ხელს.

„ერთხელ და სამუდამოდ ასეთი მაღალი რანგის ტრიბუნალი თუ იტყვის, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ეთნიკური წმენდა მოხდა, რაც სრულიად ნათელია და ხელისგულზე დევს, ეს ყველაფრისთვის, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებისთვისაც მხოლოდდამხოლოდ სასარგებლო იქნება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძეც ესწრებოდნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics