08:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 16:00:26, 2919 ნახვა

კულტურა
ბათუმში, ჯაზ-ფესტივალს 200-მდე უცხოელი და 100 ქართველი მუსიკოსი უმასპინძლებს

შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ პრესკონფერენცია გაიმართა.

15-24 ივლის ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 10 დღის განმავლობაში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკალიზაციებზე ჩატარდება.

"ქართველ მსმენელს ექნება შესაძლებლობა, რომ გენიალურ მუსიკოსებს და მომღერლებს მოუსმინოს. ეს, ფესტივალი  საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით საკმოდ მნიშვნელოვნია"- აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერლური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანიძემ.

ფესტივალს 200-მდე უცხოელი და 100 ქართველი მუსიკოსი  უმასპინძლებს.

ჯაზ-ფესტივალის  მთავარი მონაწილეები არიან: მაილს ელექტრიკ ბენდი, რომელიც გახსნის ფესტივალს, კრის ბრაუნი, ჯემი ქალამი,პროდიჯი, მის.ლაურენო ჰილი და სხვები.

"აღსანიშნავია,რომ პროექტო Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. მნიშვნელონია, რომ საქართველოს ეკონომიკა უდავოდ ხეირობს ასეთი მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების დროს და მოხრულები ვართ, რომ ეს ყველაფერი ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს", - აღნიშნა, „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესრლიძემ.

ბილეთების გაყიდვა 11 მაისიდან დაიწყება და ბილეთის მაქსიმალური ფასი 50 ლარი იქნება. სტუმრებს,ფასიანი კონცერტების გარდა საშუალება ექნებათ უფასო კონცერტებს დაესწრონ.

ფესტივალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics